ახალი საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Aquaforte - იტალიური სანტექნიკა

Aquaforte შეიქმნა ინოვაციებისა და ტრადიციების შერწყმით. კომპანია მიზნად ისახავს ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის მასალებს, თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებსა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ დიზაინს.

Aquaforte - იტალიური სანტექნიკა

Aquaforte შეიქმნა ინოვაციებისა და ტრადიციების შერწყმით. კომპანია მიზნად ისახავს ისეთი პროდუქციის შექმნას, რომელიც აერთიანებს მაღალი ხარისხის მასალებს, თანამედროვე წარმოების ტექნოლოგიებსა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ დიზაინს. მისი ძირითადი მიმართულებები აბაზანები აბაზანები და ხელსაბნები

SOLID® – ტექნოლოგია, რომელიც განსაზღვრავს Aquaforte-ს ხარისხს Aquaforte-ს წარმატების საფუძველია, ინოვაციური SOLID®–ტექნოლოგიურად მოწინავე კომპოზიტური მასალაა, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი მინერალებისა და მცენარეული წარმოშობის ფისისგან.

ტრადიციული, ნავთობისგან წარმოებული ფისებისგან განსხვავებით, SOLID® წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა, ბიოლოგიური ნედლეულისგან დამზადებულ მასალას.

მისი ძირითადი უპირატესობებია: • ჰიპოალერგიული – უსაფრთხოა ყველა მომხმარებლისთვის, არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს და უზრუნველყოფს კომფორტს.

• არატოქსიკური – არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რაც ქმნის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოს.

• ცეცხლგამძლე – არ იწვის და ამცირებს ცეცხლის გავრცელების რისკს საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეში.

• მდგრადია ნაკაწრებისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ– არ იცვლის ფერს დროთა განმავლობაში და ინარჩუნებს პირვანდელ იერსახეს მრავალი წლის განმავლობაში.

• კომპაქტური და ნესტგამძლე –ვერ აზიანებს ტენიანობა რაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ მომსახურებასა და გამძლეობას.

• ხავერდოვანი ტექსტურა – სასიამოვნოა შეხებისას და ქმნის თბილ, ბუნებრივ შეგრძნებას.

Aquaforte-ს დიზაინი — დახვეწილობა, ფუნქციურობა და ბუნებრივი ესთეტიკა.

ყველა Aquaforte-ს პროდუქტი 100%-ით იტალიაშია წარმოებული და გამოირჩევა დახვეწილი, მინიმალისტური და თანამედროვე დიზაინით.

ბრენდი ქმნის უნიკალურ კოლექციებს, რომლებიც აერთიანებს ბუნების შთაგონებულ ფორმებსა და თანამედროვე არქიტექტურულ ხაზებს, რაც აბაზანას ანიჭებს ელეგანტურობასა და სიმშვიდეს.

ხელსაბნები – ბრენდის ხელწერა Aquaforte-ს ერთ-ერთი მთავარი ნიშაა ხელსაბნები, რომლებიც წარმოდგენილია სამ ვერსიად: • კედელზე სამონტაჟო, • დასადგამი, • ცალკე მდგომი მოდელი.

ყველა მოდელი დამზადებულია SOLID® მასალისგან და გამოირჩევა ხავერდოვანი ზედაპირით.

ხელსაბნის დიზაინი უზრუნველყოფს წყლის ოპტიმალურ გადინებას — სპეციალური ფორმის წყალგამტარი სისტემა გამორიცხავს წყლის დაგუბებას და უზრუნველყოფს მარტივ მოვლას.

ცალკე მდგომი აბაზანები — ელეგანტურობის სიმბოლო

Aquaforte-ს აბაზანები ასევე შექმნილია SOLID® Surface მასალის გამოყენებით და წარმოაჩენს ბრენდის დახვეწილ ხარისხსა და დიზაინს. მათი ზედაპირი და ფერი მოგვაგონებს ბუნებრივი, გაპრიალებული ქვის ფაქტურას — ქმნის მშვიდ, ჰარმონიულ ატმოსფეროს აბაზანაში. ეს არის იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს პრემიუმ ხარისხს, გამძლეობასა და თანამედროვე დიზაინს ერთ პროდუქტში.

მსგავსი სტატიები

რა არის სიფონი: როგორ მუშაობს აბაზანასა და სამზარეულოში სანტექნიკა · 2026.05.29 რა არის სიფონი: როგორ მუშაობს აბაზანასა და სამზარეულოში სიფონი არის სანტექნიკური კვანძი, რომელიც ხელსაბანის, ნიჟარის, აბაზანის ან ტრაპის წყალს კანალიზაციაში ატარებს. მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ წყლის გატარება არ არის. აბაზანის ტრაპი: როგორ ავირჩიოთ საშხაპისა და იატაკისთვის სანტექნიკა · 2026.05.29 აბაზანის ტრაპი: როგორ ავირჩიოთ საშხაპისა და იატაკისთვის აბაზანის ტრაპი არის იატაკში ან საშხაპე ზონაში ჩასაშვები დეტალი, რომელიც წყალს კანალიზაციაში ატარებს. სიფონის მსგავსად, ბევრ ტრაპს აქვს სუნის საწინააღმდეგო ჩამკეტი, მაგრამ ტრაპი იატაკის, ჰიდროიზოლაციის და ფილების მონტაჟთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული. საშხაპე კაბინა: ზომები, მინა, პადონი და სისტემა სანტექნიკა · 2026.05.29 საშხაპე კაბინა: ზომები, მინა, პადონი და სისტემა საშხაპე კაბინის არჩევისას პირველი ნაბიჯი არის ზუსტი გაზომვა. მნიშვნელოვანია კედლებს შორის სიგანე, სიმაღლე, მილების მდებარეობა, კარის გაღების მხარე და ის, სად დგას უნიტაზი, ხელსაბანი ან სარეცხი მანქანა. ხელსაბანი და აბაზანის ნიჟარა: ტიპები, ზომები და სიფონი სანტექნიკა · 2026.05.29 ხელსაბანი და აბაზანის ნიჟარა: ტიპები, ზომები და სიფონი აბაზანის ნიჟარა ან ხელსაბანი ყოველდღე გამოიყენება, ამიტომ არჩევანი მხოლოდ ფორმით არ უნდა გაკეთდეს. პატარა აბაზანაში კედელზე დაკიდებული ან მინი ხელსაბანი სივრცეს ზოგავს.