ახალი საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირთათვის ადაპტირებული აბაზანა - კომფორტი, უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აბაზანა უსაფრთხო და კომფორტული, ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ჰიგიენური პროცედურები, როგორიცაა ხელ-პირის დაბანა, შხაპის მიღება ან უნიტაზის გამოყენება, საჭიროებს სწორად ადაპტირებულ სივრცეს.

შშმ პირთათვის ადაპტირებული აბაზანა - კომფორტი, უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აბაზანა უსაფრთხო და კომფორტული, ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. ჰიგიენური პროცედურები, როგორიცაა ხელ-პირის დაბანა, შხაპის მიღება ან უნიტაზის გამოყენება, საჭიროებს სწორად ადაპტირებულ სივრცეს.

შშმ პირების უნიტაზი

VitrA შშმ პირებისთვის სთავაზობს როგორც დასადგამ, ასევე დასაკიდ უნიტაზებს, რომლებიც სტანდარტულისგან განსხვავდება ზომებითა და სამონტაჟო პარამეტრებით:

უნიტაზის სიგრძე - 70–75 სმ

დასაჯდომი ზედაპირის სიმაღლე დასრულებული უნდა იყოს იატაკიდან – 46 სმ

ხელსაბანი და შემრევი

შშმ პირებისთვის განკუთვნილ ხელსაბანს აქვს უკან შეწეული წინა ნაწილი, რაც ამარტივებს ეტლით მოსარგებლე პირის მიახლოებას. შემრევი გამოირჩევა გრძელი და მოხრილი სახელურით, რომელიც უზრუნველყოფს წყლის მარტივ მართვას ნებისმიერი პოზიციიდან.

სარკე

VitrA-ს ადაპტირებულ სარკეს აქვს წინ და უკან გადახრის შესაძლებლობა, რაც მომხმარებელს აძლევს სასურველ პოზიციაში მისი მარტივად დაფიქსირების საშუალებას.

ხელჩასავლები აქსესუარები

ხელჩასავლები აქსესუარები მონტაჟდება უნიტაზის, საშხაპისა და აბაზანის გვერდით. ისინი დამზადებულია 304 კლასის უჟანგავი ფოლადისგან და აღჭურვილია ანტისლიპ ზედაპირით. ეტლით მოსარგებლე პირისთვის აუცილებელია უნიტაზის ერთ მხარეს ასაკეცი აქსესუარი, ხოლო მეორე მხარეს — კედელზე ან იატაკზე დამაგრებული საყრდენი. ხელსაბანთან და სარკესთან რეკომენდირებულია ვერტიკალური ხელჩასავლების მონტაჟი.

დასაჯდომი აქსესუარი

დასაჯდომი სკამი ძირითადად გამოიყენება საშხაპეში და აქვს აკეცვის შესაძლებლობა. ის იდეალურია როგორც ეტლით მოსარგებლე, ასევე ხანშიშესული ადამიანებისთვის.

მოწყობის ზოგადი სტანდარტი

შშმ პირთა აბაზანის მოწყობისას აუცილებელია ეტლისთვის განკუთვნილი თავისუფალი სივრცის უზრუნველყოფა. აქსესუარების მონტაჟი უნდა მოხდეს რეკომენდირებული სტანდარტების მიხედვით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტა ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე.

მსგავსი სტატიები

რა არის სიფონი: როგორ მუშაობს აბაზანასა და სამზარეულოში სანტექნიკა · 2026.05.29 რა არის სიფონი: როგორ მუშაობს აბაზანასა და სამზარეულოში სიფონი არის სანტექნიკური კვანძი, რომელიც ხელსაბანის, ნიჟარის, აბაზანის ან ტრაპის წყალს კანალიზაციაში ატარებს. მისი მთავარი ამოცანა მხოლოდ წყლის გატარება არ არის. აბაზანის ტრაპი: როგორ ავირჩიოთ საშხაპისა და იატაკისთვის სანტექნიკა · 2026.05.29 აბაზანის ტრაპი: როგორ ავირჩიოთ საშხაპისა და იატაკისთვის აბაზანის ტრაპი არის იატაკში ან საშხაპე ზონაში ჩასაშვები დეტალი, რომელიც წყალს კანალიზაციაში ატარებს. სიფონის მსგავსად, ბევრ ტრაპს აქვს სუნის საწინააღმდეგო ჩამკეტი, მაგრამ ტრაპი იატაკის, ჰიდროიზოლაციის და ფილების მონტაჟთან უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული. საშხაპე კაბინა: ზომები, მინა, პადონი და სისტემა სანტექნიკა · 2026.05.29 საშხაპე კაბინა: ზომები, მინა, პადონი და სისტემა საშხაპე კაბინის არჩევისას პირველი ნაბიჯი არის ზუსტი გაზომვა. მნიშვნელოვანია კედლებს შორის სიგანე, სიმაღლე, მილების მდებარეობა, კარის გაღების მხარე და ის, სად დგას უნიტაზი, ხელსაბანი ან სარეცხი მანქანა. ხელსაბანი და აბაზანის ნიჟარა: ტიპები, ზომები და სიფონი სანტექნიკა · 2026.05.29 ხელსაბანი და აბაზანის ნიჟარა: ტიპები, ზომები და სიფონი აბაზანის ნიჟარა ან ხელსაბანი ყოველდღე გამოიყენება, ამიტომ არჩევანი მხოლოდ ფორმით არ უნდა გაკეთდეს. პატარა აბაზანაში კედელზე დაკიდებული ან მინი ხელსაბანი სივრცეს ზოგავს.