ახალი საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Bolia – დანიური ავეჯის ბრენდი

Bolia – ს ავეჯი შექმნილია მაღალი ხარისხის მასალებით, რომლებიც უზრუნველყოფს გამძლეობას, კომფორტსა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას. თითოეული კომპონენტი - ხე, ქაფი და ტექსტილი - გადის მკაცრ სტანდარტებს, რათა საბოლოო პროდუქტი იყოს ეკო-მეგობრული, უსაფრთხო და მდგრადი.

Bolia – დანიური ავეჯის ბრენდი

Bolia – ს ავეჯი შექმნილია მაღალი ხარისხის მასალებით, რომლებიც უზრუნველყოფს გამძლეობას, კომფორტსა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას. თითოეული კომპონენტი - ხე, ქაფი და ტექსტილი - გადის მკაცრ სტანდარტებს, რათა საბოლოო პროდუქტი იყოს ეკო-მეგობრული, უსაფრთხო და მდგრადი.

FSC სერტიფიცირებული ხე დივნების ხის კონსტრუქცია მზადდება FSC-ის სტანდარტებით მართული ტყეებიდან. ეს ნიშნავს, რომ მასალა მოპოვებულია კანონიერად, არ აზიანებს ეკოსისტემას და დაცულია როგორც ბიომრავალფეროვნება, ისე ადგილობრივი მუშაკების უფლებები. ხე გამოირჩევა მაღალი გამძლეობით - სწორად დამუშვრისა და გამოშრობის შედეგად არ დეფორმირდება, არ იბზარება და ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლასაც მედეგია.

პოლიურეთანის ქაფის შიგთავსი Bolia-ს დივნები დატვირთულია სხვადასხვა სიმკვრივის პოლიურეთანის ქაფით. ფოროვანი სტრუქტურა უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას, ელასტიურობასა და სხეულის კომფორტულ მხარდაჭერას.

მაღალი სიმკვრივის ქაფი გამოიყენება დასაჯდომ ბალიშებში - ინარჩუნებს ფორმას და არ კუმშავს ხანგრძლივი გამოყენებისას.

დაბალი სიმკვრივის ქაფი ახანგრძლივებს კომფორტს საზურგეებსა და გვერდითა ნაწილებში.

ვენტილირებადი სტრუქტურა ამცირებს გადახურებას, ოფლიანობას და სუნების დაგროვებას. დივანი ინარჩუნებს პირვანდელ ფორმას და ვიზუალს ხანგრძლივი გამოყენების მიუხედავად.

მდგრადი და უსაფრთხო ტექსტილი დივნების საფარი დამზადებულია გამძლე სინთეზური ბოჭკოებისგან (PE/პოლიესტერი), ყველა ქსოვილი სერტიფიცირებულია OEKO-TEX® Standard 100–ის მიხედვით.

ტენიანობის მიმართ მაღალი მედეგობა და მარტივი წმენდა უზრუნველყოფს, რომ ქსოვილი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ იერს.

მოვლა და ჰიგიენა დივნის ქსოვილს სჭირდება რეგულარული ვაკუუმით გაწმენდა, ხოლო ლაქების გაჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია ქიმწმენდა. თუ გადასაფარებელი მოხსნადია, უნდა გაირეცხოს 30 გრადუსზე ნაზი რეჟიმით, გათეთრების, უთოების და ძლიერი გაწურვის გარეშე. ფეხების მოვლა მოითხოვს მხოლოდ მშრალი ან ოდნავ ნამიანი რბილი ქსოვილით გაწმენდას, ქიმიური საშუალებებისა და უხეში მასალების გარეშე, რათა ზედაპირი არ დაზიანდეს.

მსგავსი სტატიები

მაგიდები სახლისთვის: სასადილო, ყავის, სამუშაო და კონსოლის არჩევა ავეჯი · 2026.05.29 მაგიდები სახლისთვის: სასადილო, ყავის, სამუშაო და კონსოლის არჩევა მაგიდა სწორია მაშინ, როცა მისი ფორმა მოძრაობას არ ბლოკავს და გამოყენების სცენარს ერგება. სასადილოსთვის მნიშვნელოვანია ადგილების რაოდენობა, ყავის მაგიდისთვის სიმაღლე, სამუშაო მაგიდისთვის კი ზედაპირის სიღრმე. სკამები: სასადილო, ბარის, სამუშაო და გარე სივრცის არჩევა ავეჯი · 2026.05.29 სკამები: სასადილო, ბარის, სამუშაო და გარე სივრცის არჩევა სკამი უნდა შეირჩეს მაგიდის სიმაღლესთან, სხდომის ხანგრძლივობასთან და სივრცის სტილთან ერთად. ლამაზი სკამი მოუხერხებელი იქნება, თუ საზურგე, სიღრმე ან მასალა ყოველდღიურ გამოყენებას არ ერგება. დივანი და სავარძელი: ზომა, ქსოვილი, ფორმა და ყოველდღიური კომფორტი ავეჯი · 2026.05.29 დივანი და სავარძელი: ზომა, ქსოვილი, ფორმა და ყოველდღიური კომფორტი დივანი სწორად არის არჩეული, როცა მასზე ჯდომაც კომფორტულია, ოთახის მასშტაბსაც ერგება და მოვლაც რეალისტურია. სავარძელი კი ან დივანს ავსებს, ან ცალკე აქცენტს ქმნის. საოფისე და გეიმინგ ავეჯი: სკამი, მაგიდა და კომფორტი ხანგრძლივი ჯდომისთვის ავეჯი · 2026.05.29 საოფისე და გეიმინგ ავეჯი: სკამი, მაგიდა და კომფორტი ხანგრძლივი ჯდომისთვის საოფისე ავეჯი უნდა ამცირებდეს დაღლას. სკამი უნდა იძლეოდეს სიმაღლის, საზურგის და ხელის საყრდენის სწორ პოზიციას, მაგიდა კი ეკრანსა და კლავიატურას კომფორტულ დონეზე უნდა აჩერებდეს.