2025 წლის ივნისში Merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა. აქ წარმოდგენილია თანამედროვე ავეჯი და განათება, რომელიც ტრადიციას, ინოვაციასა და საინჟინრო სიზუსტეს აერთიანებს.
რას ნახავთ შოურუმში
შოურუმში დაგხვდებათ მაღალი ხარისხის მაგიდები, სკამები, სანათები, რბილი და გარე ავეჯი.
- Pedrali - 100% იტალიაში წარმოებული ავეჯი, საერთაშორისო დიზაინერების ნამუშევრები, მრავალფეროვანი ფერები და გამძლე მასალები.
- Bolia - სკანდინავიური ავეჯი ბუნებრივი მასალებით, მრავალფეროვანი ტექსტურითა და ეკომეგობრული მიდგომით.
- LTForm - იტალიური საოფისე სავარძლები, რომლებიც ხარისხს, კომფორტსა და თანამედროვე ერგონომიკას აერთიანებს.
- Viokef - საბერძნეთში შექმნილი განათება ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, მრავალწლიანი გამოცდილებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
Merlons-ის ახალი შოურუმი გთავაზობთ გარემოს, სადაც ხარისხი, დიზაინი და დეტალებზე ზრუნვა ერთიან გამოცდილებად არის წარმოდგენილი.
