წლევანდელი ინტერიერის განწყობა პერსონალურობაზეა აგებული - სახლი აღარ არის საჩვენებელი სივრცე, ის უნდა ასახავდეს იმ ადამიანებს, ვინც მასში ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ფერებიც უფრო ემოციურ და ინდივიდუალურ ხასიათს იძენს.
წლევანდელ პალიტრაში მთავარი ფერები გამოიკვეთა:
• Cool Blue - ცივი ცისფერი ტონი, რომელიც სიმშვიდესა და ჩუმ თავდაჯერებას ქმნის. იდეალურია კედლებისთვის, ტექსტილისა და დეტალებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხესა და ქვას ერწყმის.
• Jade - რბილი, ბუნებრივი მწვანე, რომელიც ინტერიერს სისუფთავესა და ჰარმონიას მატებს. კარგად მუშაობს ავეჯი და დეკორატიულ აქცენტებში.
• Wasabi - ენერგიული მწვანე აქცენტი, რომელიც ინტერიერს სიცოცხლესა და კონტრასტს მატებს და მშვიდ პალიტრებს უფრო დინამიკურს ხდის.
• Persimmon - თბილი ტონი, რომელიც სივრცეში მყუდროებასა და ოპტიმიზმს ქმნის. იდეალურია სოციალური ზონებისთვის, ზედმეტი გადატვირთვის გარეშე.
წლევანდელი ტენდენცია ერთ მარტივ იდეაზე დგას - ფერები თავისუფლად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის სივრცეს, რომელიც ნამდვილად პერსონალურია.
